ხარისხის კონტროლი

პროდუქციის საბოლოო ხარისხი მრავალი ელემენტის ჯამს შეადგენს: დიზაინი, ფერდაშლა, ბეჭდვა და სხვა მისი წინამორბედი თუ მომდევნო პროცესები.

თითოეულ ამ პროცესზე დაკვირვებას და კონტროლს ახორციელებს ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია შემდეგი დანადგარებით:

·         გადაღუნვის კუთხის აღდგენის განმსაზღვრელი ხელსაწყო

·         ზედაპირის სიპრიალის საზომი ხელსაწყო (REFO 3D)

·         ჰირლინგერისფირმის ოპტიკური სახაზავები

·         ჭურჭელირობინსონისტესტისთვის

·         ნაბეჭდი ზედაპირის ხახუნისადმი მდგრადობის საზომი ხელსაწყო

·         შტრიხ კოდის ამომცნობი ხელსაწყო

·         ხახუნის კოეფიციენტის საზომი ხელსაწყო

·         ბეჭდვისშემდგომი პროცესის დანადგარი - აერატორი, მოდელი RD 1000 PA/R+S, იონიზირებული ჰაერის ვენტილაციის სისტემით

უკან დაბრუნება

რეპრო/დიზაინ სტუდია

ბეჭდვამდელ განყოფილებაში შემოსული ფაილი (ჟურნალი, გაზეთი, ბუკლეტი, სიგარეტის ARTWORK-ი და ა.შ.) მუშავდება ფერდასაშლელად და დასრულებული სახით მიეწოდება ბეჭდვის განყოფილებას.

ბეჭდვის შემდგომი განყოფილება

განყოფილება რომელიც იბარებს დაბეჭდილ პროდუქციას, ხდება მისი დამუშავება, მზა სახის დონემდე მიყვანა და დამკვეთისადმი მიწოდება. ჩვენს ტექნიკურ აღჭურვილობაში შედის:

საბეჭდი დანადგარები

ომეგა თეგს ამიერკავკასიაში ყველაზე შთამბეჭდავი და თანამედროვე პროფესიული საბეჭდი დანადგარები გააჩნია. ბევრ დასავლურ-ევროპულ სტამბას შეიძლება შეშურდეს ჩვენი შესაძლებლობების.

ბეჭდვითი მომსახურება

სრული ფერის ლითოგრაფიული ბეჭდვა; გრაფიკული დიზაინი; ფერდაშლა; სხვასასხა სახის ლაქირება, ულტრაიისფერის ჩათვლით; ცხელი და ცივი ლამინაცია; ფლექსოფორმების დამზადება; სხვადასხვა სახის ქაღალდისა და მუყაოს ამოკვეთა,ამობურცვა, ფოლგით წნეხვა ოქროში და ვერცხლში და ა.შ. თერმული კერვა; ცელოფანში შეფუთვა; უსწორმასწორ ზედაპირზე ბეჭდვა; ამოკვეთა, პერფორაცია, ნუმერაცია, კეცვა; ჰოლოგრამების დატანა; თითოეულ ამ პროცესზე დაკვირვებას და კონტროლს ახორციელებს ხარისხის კონტროლის ლაბორატორია. თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ევროპული სტანდარტების მიხედვით მომუშავე სტამბას შეუძლია აწარმოოს უმაღლესი ხარისხის პოლიგრაფიული პროდუქცია: სხვადასხვა სახის ეტიკეტები, სხვადასხვა ზომის კოლოფები, საუკეთესო ხარისხის ჟურნალ-გაზეთები, ბროშურები, ბუკლეტები, პოსტერები და ა.შ.