pic1pic2pic3pic4pic5

ბროშურები : ჟურნალები : პლაკატები : საკანცელარიო : შეფუთვა : ეტიკეტები : გაზეთები : ბუკლეტები : ფლაერები ...

უკანასკნელი სიახლეები:

EFES გარანტირებული პრიზების საშემოდგომო აქცია 2012

EFES გარანტირებული პრიზების საშემოდგომო აქცია 2012ვრცლად

ბეჭდვითი მომსახურება:

სრული ფერის ლითოგრაფიული ბეჭდვა

გრაფიკული დიზაინი

ფერდაშლა

სხვასასხა სახის ლაქირება, ულტრაიისფერის ჩათვლით

ცხელი და ცივი ლამინაცია

ფლექსოფორმების დამზადება

სხვადასხვა სახის ქაღალდისა და მუყაოს ამოკვეთა,ამობურცვა, ფოლგით წნეხვა ოქროში და ვერცხლში და ა.შ.

თერმული კერვა

ცელოფანში შეფუთვა

უსწორმასწორ ზედაპირზე ბეჭდვა

ამოკვეთა, პერფორაცია, ნუმერაცია, კეცვა

ჰოლოგრამების დატანა

თითოეულ ამ პროცესზე დაკვირვებას და კონტროლს ახორციელებს ხარისხის კონტროლის ლაბორატორია. თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ევროპული სტანდარტების მიხედვით მომუშავე სტამბას შეუძლია აწარმოოს უმაღლესი ხარისხის პოლიგრაფიული პროდუქცია: სხვადასხვა სახის ეტიკეტები, სხვადასხვა ზომის კოლოფები, საუკეთესო ხარისხის ჟურნალ-გაზეთები, ბროშურები, ბუკლეტები, პოსტერები და ა.შ.

ომეგა თეგი ...

ომეგა თეგი უმაღლეს დონეზე აღჭურვილი სტამბაა მთელს ამიერკავკასიაში, ბეჭდვის პროცესის თითოეული ეტაპი სპეციალიზირებული ტექნოლოგიის ბოლო მიღწევებით არის აღჭურვილი.

სტამბა ომეგა თეგში ასევე ფუნქციონირებს ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე დანადგარების მეშვეობით, ბეჭდვის პროცესში, ნაბეჭდი პროდუქციის ხარისხზე მუდმივ მონიტორინგს ანხორციელებს.

თუმცა, საუკეთესო ტექნოლოგიებითაც კი ვერ მიაღწევ სასურველ შედეგს, თუ დანადგარზე პროფესიონალი ოპერატორი არ მუშაობს. ომეგა თეგს კი შეუძლია იამაყოს ხარისხის სტანდარტებითა და კვალიფიციურობით, რაც ნათლად ჩანს ჩვენი გამოცდილი ოპერატორების მიერ შესრულებულ ყოველ სამუშაოში. 

თითოეული დეტალის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებითა და ხარისხის მკაცრი კონტროლით, შეგვიძლია ბეჭდვის თითოეულ ეტაპზე აბსოლუტურ სიზუსტესა და შესაბამისობას მივაღწიოთ. მსგავსი სტანდარტები, ჩვენს რეგიონში, ჯერ კიდევ მიუღწევლად ითვლება. შეცდომებისა და ბეჭდვის დაბალი ხარისხის დრო წარსულს ჩაბარდება, თუ თქვენი ბეჭდვითი მოთხოვნების შესასრულებლად სტამბა ომეგა თეგს აირჩევთ.ომეგა თეგს ყოველთვის შეუძლია საუკეთესო გადაწყვეტა მოუძებნოს თქვენს ნებისმიერ მოთხოვნას. მნიშმნელობა არა აქვს, რა სახის მოთხოვნები გაქვთ, ბიზნესის რომელი სფეროს წარმომადგენელი ხართ ან რისი დაბეჭდვა გსურთ. 

ვაწარმოებთ შესაფუთ მასალებს ბაზრის სხვადასხვა სექტორისათვის, რაც მოიცავს ღვინოსა და სპირტიან სასმელებს, სიგარეტს, საკონდიტრო ნაწარმს, პურფუნთუშეულს, სუნამოებსა და მედიკამენტებს. ასევე ვბჭდავთ მაღალი ხარისხის ჟურნალებს, ბროშურებსა და სარეკლამო მასალებს. 

მაღალხარისხიანი და შთამბეჭდავი ნაბეჭდი მასალის გარდა, შეგვიძლია შემოგთავაზოთ თქვენი მასალების განსაკუთრებული წესით დამუშავება, რაც თავის მხრივ, მოიცავს სპეციალური საფარისა თუ განსაკუთრებული ეფექტების ფართო ასორტიმენტს, როგორებიცაა ლამინაცია, ამობურცვა და ჰოლოგრამა. ჩვენი ტექნიკური პერსონალი მოხარული იქნება, გაგიწიოთ კონლუსტაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით და, ასევე შეგარჩევინონ საუკეთესო მასალები თქვენი შეკვეთისათვის, დაწყებული ქაღალდიდან და მუყაოდან, ფირების, ფოლგისა და კიდევ უფრო არაორდინალური მასალების ჩათვლით.